თუ სინათლე ვრცელდება 300 000 კმ/წმ, მაშინ ფიქრი ვრცელდება მომენტალურად. გონების ტალღა ელექტრონულად გამტარია. რადიოგადაცემის დროს ქალაქ კოლკატადან მომღერალი ასრულებს შესანიშნავ სიმღერებს. თქვენ არაჩვეულებრივად გესმით ეს სიმღერები რადიომიმღების საშუალებით დელიში. ყველა შეტყობინება მიიღება ეთერში.
ასე რომ, თქვენი გონება რადიოს მსგავია, რომელიც აგებულია ტალღების მიღებასა და გავრცელებაზე. წმინდანი, რომლის ფიქრებიც სავსეა სიმშვიდით, ჰარმონიით, სულიერებით მსოფლიოში ავრცელებს ჰარმონიულ და მშვიდ აზრებს. ისინი ელვის სიწრაფით ვრცელდება ყველა მიმართულებით, აღიქმება ადამიანის ცნობიერებით და ასეთივე ჰარმონიული და მშვიდი აზრები გენერირდება ადამიანის გონებაში .
ამავე დროს ადამიანი აგზავნის ურთიერთგამომრიცხავ აზრებს, რომლებიც სავსეა ეჭვით, შურისძიებით და სიძულვილით - ეს კი აღიქმება ათასობით ადამიანის ცნობიერებაში, და ამ ადამიანებშიც ღვივდება მსგავსი ბოროტი და საწინააღმდეგო აზრები.
როგორ ვრცელდება ფიქრები?
თუ კი ჩვენ კენჭს წყალში ან პატარა გუბეში ჩავაგდებთ, დავინახავთ, თუ როგორ ვრცელდება ტალღები თანმიმდევრობით კონცენტრული წრეების მსგავსად ყველა მიმართულებით. ზუსტად ასევე წარმოშობს სანთლის შუქი ტალღის ვიბრაციას, რომლებიც ვრცელდება ყველა მიმართულებით. როდესაც ადამიანის გონებაში გაჩნდება აზრი, იქნება ეს კეთილი თუ ბოროტი, ის ქმნის ფსიქიკურ ატმოსფეროს და ეს ატმოსფერო ასევე ვრცელდება ყველა მიმართულებით. რისი საშუალებით ხდება ფიქრის გავრცელება ცნობიერებიდან ცნობიერებამდე ? ყველაზე მისაღები ახსნა-განმარტება არის ის, რომ გონების არსი ავსებს სივრცეს და ემსახურება აზრების გავრცელებას, როგორც სულიერი სამყარო ემსახურება გრძნობების გავრცელებას. ტალღა გასცემს სითბოს, სინათლეს და ელექტრო ენერგიას, ხოლო ჰაერი ავრცელებს ხმას.
სივრცული ტალღები ფიქრებს აფიქსირებენ
თქვენ გონების მეშვეობით მსოფლიოს გადაადგილებაც კი შეგიძლიათ . ფიქრი - ეს უდიდესი ძალაა. მისი გადაცემა შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე. ბრძენი ხალხის ძლიერი აზრები დღემდე ინახება სხვადასხვა ჩანაწერებში. რომელიც აღწერს მისტიკურ ცოდნას, რაც ფიზიკურ დონეზე მიუწვდომელია.
წმინდანებს რომლებსაც ნათელმხილველობის, წინასწარმეტყველების ნიჭი ქონდათ, შეეძლოთ სწორად აღექვათ ეს გონებრივი გამოსახულებები, მათ შეეძლოთ მათი წაკითხვა.
ადამიანების გარშემო გარშემორტყმულია ძალიან ბევრი ფიქრები... ადამიანები ცურავენ აზრების , ფიქრების, და სიტყვების ოკეანეში. მსოფლიოში გარკვეულ ფიქრებს ადამიანი შთანთქავს, გარკვეულს კი უარყოფთ.
ფიქრები, როგორც რადიოშეტყობინება
ადამიანები რომლის აზრებიც გამსჭვალულია სიძულვილით, ეჭვით, შურისძიებით და რისხვით, სინამდვილეში ძალიან საშიშია. ისინი იწვევენ შუღლს და უთანხმოებას ადამიანებში, მათი აზრები და გრძნობები რადიოშეტყობინებების მსგავსია, რომელიც ვრცელდება ეთერში და გონება ასეთ შეტყობინებას ძალიან სწრაფად აღიქვამს.
ფიქრს დიდი სიჩქარე გააჩნია. ისინი ვისაც ამაღლებული და სათნო აზრები აქვთ ეხმარებიან როგორც ახლოს ასევე შორს მყოფ ადამიანებს.
ფიქრს უსაზღვრო ძალა აქვს. ფიქრს შეუძლია დაავადების განკურნება, ადამიანის მდგომარეობის შეცვლა, ფიქრს შეუძლია ყველაფერი. მას სასწაულების მოხდენა შეუძლია. ფიქრის სიჩქარე წარმოუდგენელია.
„ფიქრი ისეთივე დინამიური ძალაა, როგორიცაა გრავიტაცია, მიზიდულობა ან განზიდულობა. ფიქრი ვრცელდება, მოძრაობს“
ფიქრის სიჩქარე მზის სხივის სიჩქარეზე წარმოუდენელად სწრაფია და შეუძლია უფრო დიდი სიმძვლავრე განავითაროს....
ფიქრს თუ მყარ მატერიაში გადმოვიყვანთ მას თვალითაც დავინახავთ და მას მოცულობაც, წონაც გააჩნია...
ფიქრები ამავდროულად ვიბრირებს სიხშირეზეც... მატერიაზეც და ამავდროულად მას გააჩნია გრავიტაციაც, მიზიდულობის კანონიც და განზიდულობის კანონიც.....
მოვა დრო და მეცნიერები როდესაც ჩაწვდებიან სიმების თეორიას, ისინი უკვე ამოხსნიან ფიქრების ძალასაც, ალბათობასაც და ენერგიასაც,,,,,
ფიქრთა წყობას პირდაპირ აღიქვამს სიმების თეორია და ფიქრთა წყობას უნარი შესწევს ადამიანის შინაგანი გააღვიძოს,,,, ასევე უნარი შესწევს ადამიანს სიხარული, სინანული, ბედნიერება, უბედურება, მკვლელობა, თვითმკვლელობა და ათასი გამოვლინება მიჰგვაროს....
გააჩნია ეს ფიქრთა წყობა რომელი სიმთა სიხშირიდან მოდის და რომელი სიმების თეორიის ვიბრირებას მოაქვს....
ფიქრებს შეუძლიათ ადამიანის ბედ-იღბალი გადაწყვიტოს და მთლიანად აკონტროლოს.....